Eng Geo
სიახლე სტრუქტურა კვლევები პროექტები პუბლიკაციები პარტნიორები კონტაქტი ფორუმი  
 

პროგრამის შესახებ

2009 წლის დეკემბრიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალაქ შპაიერის (გერმანია) ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ერთად ხორციელდება ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა “საჯარო მმართველობა”. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ფართო საერთაშორისო კონტაქტების მქონე უნივერსიტეტი, რომელიც ორიენტირებულია ადმინისტრაციული მეცნიერებების კვლევაზე. შპაიერის უნივერსიტეტს გააჩნია მდიდარი გამოცდილება საჯარო მოხელეთა მომზადებასა და გადამზადებაში. სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობა“ მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის სფეროში, თეორიულ და პრაქტიკულ პროფესიულ სწავლებაზე დაყრდნობით, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს ქმნიან სამართალმცოდნეობის, ეკონომიკური, სოციალური და სხვა მეცნიერებების კურსდამთავრებულები. პროგრამა განკუთვნილია არამარტო იმ პირთათვის, რომლებიც პროფესიული საქმიანობისათვის ემზადებიან, არამედ მათთვისაც, ვინც უკვე ეწევა პროფესიულ საქმიანობას საჯარო სამსახურში და გადამზადება ესაჭიროება.

სასწავლო პროგრამა მოდულარულად არის 2 წელიწადზე გაწერილი. ლექციები “ტანდემ-ფორმატში” ტარება, რაც გულისხმობს გერმანელი და ქართველი პროფესორების მიერ ერთობლივი სალექციო კურსის მომზადებასა და განხორციელებას.

პროგრამის პირველ წელს განსაზღვრულია სტუდენტთა პრაქტიკა საქართველოს საჯარო სამსახურში, ხოლო მეორე წელს იგეგმება სტუდენტთა მივლინება ქალაქ შპაიერში საზაფხულო სკოლაში, რასაც წინ უსწრებს 8 კვირიანი პრაქტიკა ევროკავშირის ერთ-ერთი ქვეყნის სახელმწიფო ან საერთაშორისო დაწესებულებაში. 

2015 წლის ბოლოს სამაგისტრო პროგრამა - საჯარო მმართველობა მიიღებს მაგისტრანტთა მეოთხე ნაკადს.