ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაფუძნდა ადმინისტრაციულ მეცნიერება ინსტიტუტი, როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული.
ინსტიტუტის მიზანია, ადმინისტრაციული მეცნიერებისა და პრაქტიკის განვითარება-ხელშეწყობა, ასევე, საქართველოში საჯარო მმართველობის სფეროსათვის მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რეკომენდაციების გაწევა, როგორც ნაციონალურ
ი, ისე საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში.
ინსტიტუტის დამფუძნებლები არ
იან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს მთავრობა (ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
სახით) და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტი. ინსტიტუტის წევრები იქნებიან მეცნიერები, იურისტები და სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირები. ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის უმაღლესი მმართველობითი ორგანო არის ინსტიტუტის გამგეობა. გამგეობა შედგება მინიმუმ 6 წევრისაგან, სადაც ორი პირი წარმოადგენს თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტს, ორი საქართველოს მთავრობას და ორი წევრი წარმოდგენილია შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან.
ინსტიტუტის საქმიანობის ფარგლებში და გერმანიის ქ. შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელდება: სასწავლო პროგრამები; უკვე დასაქმებული პრაქტიკოსების გადამზადების პროგრამა; საზაფხულო სკოლები; სემინარები; კონფერენციები; ტრეინინგები; კვლევებზე დაფუძნებული გადამზადება; რეგიონალური, ადგილობრივი და სახელმწიფო მოხელეების ორგანიზაციული განვითარება; კვლევითი-გაცვლითი პროგრამები; სამეცნიერო შეხვედრები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობ
ენ ადმნისტრაციული სამართლისა და საჯარო მმართველობის წინსვლასა და განვითარებას.
|