Eng Geo
სიახლე სტრუქტურა პარტნიორები კონტაქტი პუბლიკაციები ფორუმი  
 

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-7 ფორუმი თემაზე: მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის პრობლემები და გამოწვევები საქართველოში

არქივი>>
 

2016 წლის 18 თებერვალს, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტმა ჩაატარა რიგით მე-7 ფორუმი თემაზე: მშენებლობის ზედამხედველობის სამსახურის პრობლემები და გამოწვევები საქართველოში!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე.
ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო სა კითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტის გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს როგორც აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებისა და უწყებების მოხელეებმა, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა, რომლებსაც თავიანთ საქმიანობაში შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან.
ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღო გერმანელმა ექსპერტმა, გერმანიის შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა ულრიხ შტელკენსმა, რომელმაც წარმოადგინა გერმანიასა და ევროგაერთიანების ფარგლებში არსებული რეგულაციები მოცემულ სფეროში.

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტს დაგეგმილი აქვს საქართველოს სივრცითი მოწყობისა და სამშენებლო კოდექსის იმპლიმენტაციის მიზნით განახორციელოს მუნიციპალიტეტების შესაბამისი კადრების სწავლებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ამ მიზნით განახორციელოს ტრენინგები, შეიმუშავოს გაიდლაინები და შესაბამისი სახელმძღვანელოები..