Eng Geo
სიახლე სტრუქტურა კვლევები პროექტები პუბლიკაციები პარტნიორები კონტაქტი ფორუმი  
 

დმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-8 ფორუმი

2016 წლის 11მაისს თსუ-ის პირველ კორპუსში, აუდ. 06 , 16:00 საათზე ჩატარდა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-8 ფორუმი თემაზე : ხარისხის მენეჯმენტი საჯარო მმართველობაში: წარმატებები და გამოწვევები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე. ფორუმის მიზანია, შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები. ფორუმში მონაწილეობდნენ როგორც აკადემიური წრის წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების და უწყებების მოხელეები, რომლებსაც თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში უშუალო შეხება აქვთ მოცემულ საკითხებთან. ფორუმზე მოხსენებები გააკეთეს სახელმწიფო აუდიტის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი წიწილაშვილმა, თემაზე: სახელმწიფო აუდიტის სამსახურის როლი საჯარო ფინანსების მართვაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო „აკრედიტაციის ცენტრის“ აკრედიტაციის, მონიტორინგისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ნესტან მგელაძემ, თემაზე: ხარისხის მართვის სისტემების დანერგვა და უზრუნველყოფა ინსპექტირების სხვადასხვა ტიპის ორგანოებსა და საგამოცდო / საკალიბრებელ ლაბორატორიებში. ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღო ავსტრიელმა ექსპერტმა პროფესორმა რიხარდ მიშაკმა, რომელმაც ხარისხის მენეჯმენტის საკითხები წარმოადგინა გერმანიის და ავსტრიის მაგალითზე, ასევე ევროგაერთიანების რეგულაციები და თანამედროვე ტენდენციები მოცემულ დარგში.