Eng Geo
სიახლე სტრუქტურა კვლევები პროექტები პუბლიკაციები პარტნიორები კონტაქტი ფორუმი  
 

საერთაშორისო აკრედიტაცია!

2013 წლის დეკემბერში თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის თანამშრომლობის შედეგად განხორციელებული  სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობისათვის, საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანიზაცია FIBAA- თან დაიდო ხელშეკრულება, სამაგისტრო პროგრამის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების მიზნით.

FIBAA -ს სააკრედიტაციო საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით, სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია რეკომენდაციებისა და შენიშვნების გარეშე 5 წლის ვადით, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოს საუნივერსიტეტო ისტორიაში.

2015 წლის 31 ივლისს, 11:00 საათზე, თსუ I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიეში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს საზეიმო ცერემონიას, სადაც მოწვეულნი იქნებიან: სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების, სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლები, თსუ-ის აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები.