Eng Geo
სიახლე სტრუქტურა კვლევები პროექტები პუბლიკაციები პარტნიორები კონტაქტი ფორუმი  
 

თსუ-ს დელეგაციის ვიზიტი გერმანიაში

ამა წლის 3-7 აპრილის პერიოდში, თსუ-ს დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიაში, ქ. შპაიერისა და ქ. კიოლნის უნივერსიტეტებში. დელეგაციის წევრებად წარმოდგენილნი იყვნენ:  თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული, ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბერიშვილი და თსუ-სა და კიოლნის უნივერისტეტის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი მარიო შიუტცე (თსუ-ს სტუდენტური ომბუცმენი). კიოლნის უნივერსიტეტში შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დელეგაციას შემოუერთდა საქართველოს ელჩი გერმანიაში, ბატონო ლადო ჭანტურია.

ზემოაღნიშნულ ორივე უნივერსიტეტში თსუ-ს სტუმრებს უმასპინძლეს რექტორებმა და პარტნიორმა პროფესორებმა. შეხვედრებზე განხილული იყო ისეთი კონკრეტული საკითხები, როგორიცაა უკვე არსებული ერთობლივი სამაგიტრო პროგრამები და მათი სამომავლო განვითარება. გარდა ამისა საუბრები შეეხო ზოგადად, თსუ-სა შესაბამის პარტნიორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობას და ერთობლივი პროექტების დაგეგმვას. გარდა საქმიანი შეხვედრებისა, ქართველი სტუმრებისათვის მასპინძლებს გათვალისწინებული ჰქონდათ სოციალური პროგრამა და დასკვნითი ვახშამი, რა დროსაც, ასევე საინტერესო და თემატური საუბრები წარიმართა. იხილეთ ფოტოები .