Eng Geo
სიახლე სტრუქტურა პარტნიორები კონტაქტი პუბლიკაციები ფორუმი  
 

ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე-11 ფორუმი თემაზე: "დისკრეციული უფლებამოსილება ქართული საჯარო მმართველობის კულტურის ჭრილში"

2017 წლის 10 თებერვალს თსუ - პირველ კორპუსში , აუდ . 006, 15:30 საათზე გაიმართა ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის რიგით მე - 11 ფორუმ ი, თემაზე: დისკრეციული უფლებამოსილება ქართული საჯარო მმართველობის კულტურის ჭრილში.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტი რეგულარულად ატარებს ფორუმებს საჯარო დისკუსიის სახით სახელმწიფო მმართველობის აქტუალურ საკითხებზე . ფორუმის მიზანია , შედგეს დიალოგი მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის მოცემული თემის საჭირბოროტო საკითხების ირგვლივ , რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება მოიძებნოს არსებული პრობლემების საუკეთესო გადაწყვეტილების გზები და დაისახოს სამომავლო პერსპექტივები .


მე-11 ფორუმის ფარგლებში საკუთარი მოსაზრებები და გამოცდილება გაგვიზიარეს სხვადასხვა საჯარო და კერძო დაწესებულების, უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლებმა. მომხსენებლთა შორის არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ირმა ხარშილაძე თემაზე „დისკრეციული უფლებამოსილება - ქართული სამართლისა და პრაქტიკის მიმოხილვა“, არქიტექტორი ვახტანგ ჯოხაძე პრეზენტაციით „დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების პრაქტიკა თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის საქმიანობის მაგალითზე“. ფორუმში მონაწილეობა მიიღო გერმანიის ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა - ულრიხ შტელკენსმა, რომელმაც მოხსენება გააკეთა თემაზე - „დისკრეციული უფლებამოსილება ევროპულ პერსპექტივაში“.


ფორუმზე მოწვეულნი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები, სასწავლო ცენტრები, საჯარო სამსახურის ბიურო; ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენეტები და აკადემიური პერსონალი.