Eng Geo
სიახლე სტრუქტურა კვლევები პროექტები პუბლიკაციები პარტნიორები კონტაქტი ფორუმი  
 

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე " საჯარო მმართველობა"

2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ცხადდება მიღება ინტერდისციპლინურ, ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე " საჯარო მმართველობა".

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ:

ა) პირებს, რომელთაც მიღებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი სამართლის , ეკონომიკის , ისტორიის , ჰუმანიტარული ან სოციალური მეცნიერების დარგში.

ბ ) საერთო სამაგისტრო გამოცდის წარმატებით დაძლევა (ტესტის ტიპი A, B, C)

გ ) ინგლისური ენა (B2 დონე )

დ ) გასაუბრება (ინგლისურ ენაზე) გერმანელ და ქართველ პროფესორებთან

2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მიღების ვადები:
•საბუთების მიღება - 29 აგვისტო - 4 სექტემბერი; 
•გამოცდა უცხო ენაში - 6 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;
•გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 8-12 სექტემბერი;
•აპელაციის შედეგების გამოცხადება - 14 სექტემბერი;
•კომისიასთან გასაუბრება ინგლისუ ენაზე - 9-10 სექტემბერი;
•კომისიასთან გასაუბრების შედეგები - 15 სექტემბერი;
•ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 18 - 20 სექტემბერი
•საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 22 სექტემბერი
•ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 25 სექტემბერი

მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა (დოკუმენტების მიღება 10:00 - 17:00 სთ, თსუ, მეორე კორპუსი, ოთახი 124.):
•განცხადება თსუ-ს რექტორის სახელზე;
•განმცხადებლის ავტობიოგრაფია ინგლისურ ენაზე (CV); 
•ბაკალვრთან ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2017 წლის ბაკალავრიატის კურსდამთავრებულთათვის ცნობა ხარისხის მინიჭების თაობაზე);
•ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ბაკალავრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);
•პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
•უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ქართული ენის B 2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
•ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
•სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.
საკონტაქტო ინფორმაცია: 
მისამართი: თსუ-ს II კორპუსი, ოთახი № 124.
საკონტაქტო პირები: 
თამარ ბერიშვილი, ტელ :+99532 2 22 10 97, 577 713 000,
E-mail: tamar.berishvili@tsu.ge
გვანცა მაღრაძე, ტელ.: 599379222
E-mail: gvantsa.magradze@tsu.ge