Eng Geo
სიახლე სტრუქტურა პარტნიორები კონტაქტი პუბლიკაციები ფორუმი  
 

სამაგისტრო პროგრამა “საჯარო მმართველობა” - ცხადდება მიღება

არქივი>>
 


სამაგისტრო პროგრამა საჯარო მმართველობა

პროგრამა ხორციელდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გერმანიის ქალაქ შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე

 

საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პირველი სამაგისტრო პროგრამა საქართველოში გთავაზობთ ინტერდისციპლინულ გარემოში საჯარო მმართველობის სამაგისტრო ხარისხის მოპოვებას . სასწავლო სფეროებია :

·          საჯარო სამართალი, ეკონომიკა, ადმინისტრაციული, პოლიტიკური და სოციალური მეცნიერებები

·          დაგეგმვა, გადაწყვეტილების მიღება, მენეჯმენტი და კომუნიკაცია

·          საჯარო პოლიტიკის განხორციელება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ და მათი კონტროლი

·          ევროპული ინტეგრაციის სტრუქტურა და პროცედურები

·          ცვალებად, გაურკვეველ, კომპლექსურსა და მერყევ გარემოში ორიენტაცია

·          სამეცნიერო სტანდარტები და აკადემიური წერა

 

პროგრამა შეიქმნა 2009 წელს გერმანელი და ქართველი მეცნიერების ახლო თანამშრომლობის საფუძველზე და ფოლკსვაგენის ფონდის მხარდაჭერით. სასწავლო მოდულები  მორგებულია საქართველოს საჯარო სექტორის წამყვანი პოზიციებისათვის საჭირო კვალიფიკაციებთან.       

პროგრამის მისიაა სტუდენტების მომზადება სახელმწიფო სექტორში ხელმღვანელი თანამდებობების დასაკავებლად საჭირო ცოდნის, უნარებისა და კომპეტენციების მიწოდების საფუძველზე, რომელიც აგრეთვე , ეფექტურად იქნება გამოყენებული კერძო სექტორში ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობისათვის.   

პროგრამის არსებითი მიზანია ღია საზოგადოებაში ერთის მხრივ, მოქალაქეებზე მორგებული და, ამავდროულად, სამართლის უზენაისობაზე დამყარებული საჯარო მმართველობის გატარება .

აღნიშნულის გათვალისწინებით, პროგრამა შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებს მოახდინონ სხვადსხვა პრობლემებისა და გადასაჭრელი საკითხების ზუსტი იდენტიფიცირება. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ სხვადასხვა ინტერდისციპლინული მიმართულებისა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებით   მიიღონ   და გაუმკლავდნენ დაკისრებულ და წამოჭრილ გამოწვევებს.    

 

მიღების პროცედურები

 

·          ყოველწლიური განაცხადის ვადები რეგულირდება თსუ-ს რეგლამენტის საფუძველზე, სავარაუდო თარიღია აგვისტოს მე-2 ნახევარი

·          სრული პროგრამა მოიცავს 120 კრედიტს 5 სემესტრის განმავლობაში

 

მოთხოვნები:

·          აკრედიტებული სასწავლებლის ბაკალავრის დიპლომი სამართლის, ეკონომიკის, სოციალურ ან ჰუმანიტარულ სფეროებში

·          ინგლისური ენის ცოდნა CELF- B2 ან უფრო მაღალ დონეზე  

·          შესარჩევი პროცედურების წარმატებით გავლა, რომელიც მოიცავს ვერბალურ ინტერვიუს ინგლისურ ენაზე  

იხ. დამატებითი ინფორმაცია უნივერსიტეტის შესახებ https://www.tsu.ge/en/

იხ. დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ ჩვენ  Facebook გვერდზე.